საქართველოში ინგლისურენოვან პედაგოგთა მორიგი ნაკადი ჩამოვიდა
15.01.2012

პროგრამის ”ასწავლე და  ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. მოხალისეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, ირლანდიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, კენიიდან  და სამხრეთ აფრიკიდან  თბილისის, იმერეთის, აჭარის, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის  საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.
 
პროექტის ფარგლებში ჩამოსული მოხალისე მასწავლებლები სპეციალურად ამ პროგრამისთვის არიან შერჩეულნი, მათ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და  დიდი სურვილი, ჩაერთონ ქართულ ანალოგიურ  პროექტში.

პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ უკვე მეორე წელია წარმატებით მიმდინარეობს. ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან.

 
2012 წლის ბოლომდე საქართველოში 1500 მოხალისე პედაგოგის ჩამოყვანა იგეგმება