საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებელთა ტრენინგს დაესწრნენ.
პროფესიული უნარების ტრენინგს ქუთაისში მოქმედი 100-ზე მეტი პედაგოგი ესწრებოდა. თითოეულ მათგანს სხავადსხვა საგანში სასერტიფიკაციო გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს და წელს ისინი პროფესიული უნარების გამოცდაზე გასასვლელად ემზადებიან.
პედაგოგებს საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ტრენინგებს მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციური ტრენერები უტარებენ. ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლები სხვადასხვა პრეზენტაციებს გაეცნენ და ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს.
მასწავლებლის სახლი პედაგოგების გადამზადებას სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მუდმივად ახორციელებს. ტრენინგები საგნებსა და პროფესიულ უნარებში როგორც თბილისში, ისე სხვადასხვა რეგიონებშიც ტარდება.