დიმიტრი შაშკინმა უსინათლო ბავშვთა სკოლას საჩუქრები გადასცა
16.02.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლას ეწვია და ბრაელის საბეჭდი მანქანა, ბრაელის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები  და ტაქტიკური სასწავლო მასალები გადასცა. ტექნიკისა და სასწავლო მასალების შეძენა  UNICEF-ის მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში განხორციელდა. ამავდროულად, გადმზადდნენ პედაგოგები, რომლებიც პრინტერთან იმუშავებენ.

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლაში 46 ბავშვი სწავლობს,  მათგან  23    პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. სკოლა აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმინობებში და  მოსწავლეების სოციალურ ადაპტაციაზეა ფოკუსირებული.

№202 უსინათლო ბავშვთა  სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად  წარმატებით აბარებენ. მათთვის  საგამოცდო მასალა  ბრაილის  შრიფტზეა ადაპტირებული.