მანდატურები რუსთავის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
05.02.2012
რუსთავის  სკოლების მანდატურები რუსთავის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და მოზარდებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს და საკუთარ წარმატებებზე და მიზნებზე ესაუბრნენ.

მანდატურების თქმით, მათთვის ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებენ. მანდატურების მიზანია იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებულ სხვა პირთა უსაფრთხოებაზე.

რუსთავის ბავშვთა სახლში 6-დან 16 წლამდე 10 აღსაზრდელი ცხოვრობს.