საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ზუგდიდის პირველ
საჯარო სკოლაში „მომავლის
კლასი“ გახსნა. ნიკა გილაური მთავრობის წევრებთან ერთად
გაეცნო ტექნიკით აღჭურვილ ულტრათანამედროვე ,,მომავლის კლასს", სადაც ინტერაქტიული სმარტდაფა და
მონიტორებია დამონტაჟებული. მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში მასწავლებლებს
საშუალება აქვთ ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარონ,
მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას
უზრუნველყოფს.
- მრავალფუნქციურ საკლასო
ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს: ინგლისურის,
ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის,
გეომეტრიის გაკვეთილები;
- სხვადასხვა საგნების
სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები და სასწავლო
”იარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასსხვა ფიგურების
ასაგები ხელსაწყოები);
- მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული
გაკვეთილების ელექტრონული ვერსიები;
- კლასში შესაძლებელია
ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაცია, კლასს გააჩნია მაღალი
ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა.
„მომავლის
კლასი“ ზუგდიდში კომპანია „ალგორითმის“ მიერ არის მოწყობილი და აღჭურვილი.
„მომავლის კლასი“ საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში დიდი წარმატებით
ფუნქციონირებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი
შაშკინის განცხადებით, 2012 წლის ბოლომდე ასი მრავალფუნქციური „მომავლის კლასი“
ამოქმედდება, ყველა დიდ ქალაქში ეტაპობრივად გაიხსნება
ულტრათანამედროვე კლას–კაბინეტები და იგი
ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
Video