საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სათაო ოფისში გამართა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის პროგრამებზე - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” და ”კომპიუტერი პირველკლასელებისთვის”.
IRI-ის ხელმძღვანელმა სტივ ნიკსმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და აღნიშნა, რომ ის რაც გაკეთდა, საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.