დიმიტრი შაშკინმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
15.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის  ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მოადგილეს განათლებისა და კულტურის დარგში ანა სტოკს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს და რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებს. განსაკუთრებული აქცენტები  პროგრამაზე ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” გაკეთდა, რომელიც გასულ წელს დაინერგა და მეორე წელია წარმატებით ხორციელდება,  საქართველოს მხრივ გამოითქვა მზადყოფნა, რომ ეს გამოცდილება გაზიარებული იქნას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.