მინისტრის შეხვედრა ამერიკის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსთან
16.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინის  ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსთან სტივ შაბოტშთან შეხვედრაზეც საუბრის მთავარი თემა საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები  და კონკრეტულად ის პროექტები იყო, რომელიც ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას ემსახურება.

საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა აქვთ, მთავრობა მათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებს უფინანსებს; მოქმედებს სტუდენტთა, პროფესორ - მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები; საერთაშორისო ბანაკები და სხვ.

სტივ შაბოტშის განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს ქართულ რეფორმებს და მზად არის საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობისთვის.