დიმიტრი შაშკინი აშშ-ს კონგრესის თავმჯდომარეს ჯონ ბეინერს შეხვდა
16.02.2012
ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მორიგი  სამუშაო შეხვედრა ამერიკის კონგრესში გამართა. მინისტრი  კონგრესის თავმჯდომარეს, სპიკერს ჯონ ბეინერს შეხვდა.

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო საქართველოში  მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. კონგრესმენი განსაკუთრებით განათლების სისტემაში დანერგილი სიახლეებითა და ამ სფეროში დაგეგმილი მომავალი რეფორმებით დაინტერესდა. როგორც მან აღნიშნა - საქართველო თავის რეგიონში, დემოკრატიის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების მხრივ, ერთ-ერთი წამყვანი და სამაგალითო ქვეყანაა. კონგრესმენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

ჯონ ბეინერმა დიმიტრი შაშკინთან შეხვედრის დეტალები საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა და შეხვედრას პროდუქტიული უწოდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის კონგრესში სხვა კონგრესმენებსაც შეხვდა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

Video