პროფესიულ სასწავლებელ „იკაროსში“ №198 სკოლის სპეციალური საჭიროების მქონე
ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა
სახის ნამუშევრები, თიხისა და თექისაგან დამზადებული სამკაულები, სათამაშოები,
ნახატები, საეკლესიო ნივთები.
გამოფენას-გაყიდვას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები ესწრებოდნენ. მანდატურებმა ღონისძიების ფარგლებში ბავშვების მიერ შექმნილი სხვადასხვა
ნამუშევრები შეიძინეს.
მანდატურების თქმით,
მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას ყოველთვის
მიიღებენ და გვერდით დაუდგებიან ყველა იმ
მოზარდს ვისაც დახმარება ესაჭიროება.
Video