პროექტი „დედამიწა“
20.02.2012

პროექტი „დედამიწა“ (project Earth) წარმოადგენს გლობალური გარემოს ქსელს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებების (ქვეყნების), სტუდენტებისა და სკოლების დაკავშირებას, გარემო პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიზნით, ურთიერთგაგების, დიალოგისა და ეროვნულ დონეზე ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

პროექტი „დედამიწა“ Rio+20 Conference in June, 2012-თან ერთად აცხადებს კონკურსს: Project Earth World Environmental Contest.

სკოლებს ეძლევათ საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ინოვაციური პროექტები და გაცვალონ იდეები (Google translate-ის მეშვეობით).

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირება შემდეგ ვებ-გვერდზე,

www.projectearth.net

გამარჯვებული კონკურსანტის ვინაობა ცნობილი გახდება Rio+20 Conference-ზე 20-22 ივნისს, 2012 წელს.