სკოლებში ”ოკუპაციის კვირეული” გრძელდება
23.02.2012
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის  მოსწავლეებთან ერთად, ოკუპაციის მუზეუმი  დაათვალიერა.

1921 წლის 25 თებერვლს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 21-დან  25 თებერვლის ჩათვლით, სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. მათ შორისაა ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერება და იმ ფოტო/დოკუმენტური მასალების გაცნობა, რომელიც   ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ  პერიოდს - 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება.

XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს. ყოველი წლის თებერვალში ცხადდება ოკუპაციის კვირეული, რომლის  ფარგლებშიც სხვადასხვა თემატური კონკურსები იმართება, ეწყობა ლექცია/სემინარები, წელს სკოლები ”წითელი ყაყაჩოს’ აქციაშიც ჩაერთნენ, სკოლებში მიმდინარეობს ფილმის ”საბჭოეთის ისტორია” ჩვენება და სხვა. კვირეულის მიზანია მოსწავლეებმა სრული იფორმაცია მიიღონ რუსულ აგრესიაზე  და  გაითავისონ ის ტკივილი, რასაც  ოკუპაცია ჰქვია.