მანდატურები და კომპანია „ლუკოილ ჯორჯია“ ჩვილ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
23.02.2012
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების  მანდატურებმა  და კომპანია „ლუკოილ ჯორჯიამ“ ჩვილბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში კომპანია „ლუკოილ ჯორჯიამ“ და მანდატურებმა მოზარდებს სხავდასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.  სტუმრები ბავშვთა სახლის პედაგოგებს   სხვადასხვა სახის ყოველდღიური ყოფითი საკითხების მოგვარებაში დაეხმარნენ. მანდატურებმა და კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა აღსაზრედელების კვება, ძილი და მათი უსაფრთხოება  პირადად უზრუნველყვეს.

კომპანია „ლუკოილ ჯორჯია“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციებს.