მოსწავლეებმა იუნკერები გაიხსენეს
25.02.2012
თბილისის იუნკერთა სახელობის №52 საჯარო სკოლაში 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა.  

მოსწავლეებმა იუნკერთა  მიერ ბრძოლის ველიდან მოწერილი წერილები, მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და რამდენიმე მუსიკალური ნომერიც  შეასრულეს.

ლიტერატურული საღამო ”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში გაიმართა და როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს ისინი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ჩაერთნენ საღამოს მომზადებაში, ვინაიდან მათი სკოლა იუნკერთა საპატიო სახელს ატარებს.