საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლესი სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიებს გაეცნო და ბიუროს ხელმძღვანელთან, გიორგი ხიზანიშვილთან ერთად სტუდენტებს შეხვდა.
უკვე 4 წელია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან (თსუ, სტუ, თსსუ და სხვ.) თანამშრომლობს. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მათი განათლების საფუძველზე, პრაქტიკული კურსი ბიუროში გაიარონ. პრაქტიკული კურსის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური სემესტრით განისაზღვრება.
საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტუდენტები კვლევის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან. პრაქტიკული მეცადინეობა ძირითადად 3 მიმართულებით მიმდინარეობს: კრიმინალისტიკური, სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზის განხრით.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) სრული წევრია.
აღსანიშნავი ფაქტია რომ, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დე-ენ-ემ ლაბორატორია ENFSI სამუშაო ჯგუფის წევრია.