თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეთა და
მასწავლებელთა ფოტონამუშევრების გამოფენა – კონკურსი გაიმართა. კონკურსი საქველმოქმედო
აქციით დასრულდა და ფოტოების გაყიდვით
შემოსული თანხა, საქართველოს
ონკო–ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირის ანგარიშზე, ლეიკემიით
დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად გადაირიცხა.
გამოფენა დაათვალიერა და საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ.
კოკა სეფერთელაძის განცხადებით, თბილისის
კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებისათვის,
მასწავლებლებისა და მშობლებისთვის მნიშვნელოვანია თანამოქალაქეთა გვერდში დგომა, ამ აქციით მათ გაითავისეს ლევკემიით დაავადებულ
ბავშვთა და მათი ოჯახების სატკივარი.
კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები ცნობილმა ხელოვანებმა იური მეჩითოვმა, მაია გუგუშვილმა,
ტატო ახალკაციშვილმა და ია დვალმა შეაფასეს.