საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმატებით დასრულდა სამინიტროს გენერალური
ინსპექციის თანამშრომელთა ატესტაციის პროცესი. გენერალური
ინსპექციის ყველა თანამშრომელმა წარმატებით ჩააბარა საატესტაციო გამოცდები,
საუკეთესო ექვსი თანმშრომელი მინისტრმა პირადად
დააჯილდოვა და სამკერდე ნიშნები გადასცა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე გამჭირვალე და არაკორუმპირებული
უწყებაა და ეს არის შედეგი სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა
დაუღალავი შრომის.