მანდატურების ინიციატივით წამოწყებული ხელოვნების კვირეული გრძელდება
18.03.2012
მანდატურების ინიციატივით მოსწავლეებისთვის ხელოვნების კვირეული გრძელდება. №24 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა მუზეუმში დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მემორიალური ნივთები, ბიბლიოთეკა და დოკუმენტური ფოტო მასალა დაათვალიერეს.

მოსწავლეებმა და მანდატურებმა ასევე  ილიას მიერ გამოცემული ჟურნალ-გაზეთები, ხელნაწერები, ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები იხილეს.

მანდატურების თქმით, ხელოვნების კვირეული მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასარგებლო ინიციატივაა, რადგან მოზარდები საკუთარ ისტორიას ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ.

ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები და მანდატურები  სხვადასხვა მუზეუმებსესტუმრებიან .