იტალიის სალენტოს უნივერსიტეტის იტალიური ენის სკოლამ გამოყო 10 სასწავლო სტიპენდია საზაფხულო ენის კურსებისთვის
19.03.2012
იტალიის სალენტოს უნივერსიტეტის იტალიური ენის სკოლამ გამოყო 10  სასწავლო სტიპენდია საზაფხულო  ენის კურსებისთვის

(5 სრული და 5 ორმოცდაათ პროცენტიანი დაფინანსებით) ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში აღნიშნული კურსები განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის ვინც ფლობს იტალიურ ენას.

სტიპენდიით დაინტერესებული სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • იტალიური ენა უნდა იყოს ძირითადი (ან ძირითადთან გათანაბრებული) მაღალი შეფასებით
  • იტალიური ენის მასწავლებლის რეკომენდაცია
  • განაცხადს უნდა ერთვოდეს აპლიკანტის CV

სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის  31 მარტი

შერჩევის შედეგების გამოქვეყნების ბოლო ვადაა 2012 წლის 27 აპრილი

სტიპენდიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე:

www.italianoperstranieri.unisalento.it