საქართველოში პირველად, ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი ინკლუზიური განათლების ძირითადი მიმართულებების განხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
კონფერენციაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. კონფერენციაზე ასევე გაიმართა საქართველოში ინკლუზიური განათლების სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგების პრეზენტაცია და მოხდა მომავალი სტრატეგიული მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
კონფერენციაში “მომავლის განათლების სისტემა ყველასათვის” მონაწილეობდნენ საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილე, ნორვეგიის ელჩი საქართველოსა და აზერბაიჯანში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, საქართველოს პარლამენტის წევრები, წარმომადგენლები უკრაინიდან, ბელორუსიიდან და მოლოდვეთიდან. კონფერენციის მთავარი მომხსენებლები ნორთჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორები ჯონ ვისერი და რიჩარდ როსი იყვნენ.
უწყებათაშორისო თანამშრომლობის განსამტკიცებლად და საქართველოში არსებული ინკლუზიური საგანმანათლებლო სერვისების ამომწურავად განხილვის მიზნით, კონფერენციას სხვადასხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.