“ვიქტორინა-2012” შესარჩევი ტურის მორიგი ეტაპი
29.03.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საბავშვო უნივერსიტეტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ღონისძიება:                                      „ვიქტორინა 2012“-ის  შესარჩევი ტურის მორიგი ეტაპი

ჩატარების თარიღი:                       2012 წლის 28 აპრილი

ჩატარების ადგილი:                        თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი, ჭავჭავაძის გამზირი 1,

რეგისტრაციის ბოლო ვადა:         2012 წლის 18 აპრილი

მონაწილეები:                                 თბილისის და საქართველოს რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები

 

 

ვიქტორინის შესახებ   ლინკის ქვეშ  (viqtorinis-shesaxeb.pdf)

ინფორმაცია გავლილი ტურების შესახებ  ლინკი  ქვეშ (informacia-gavlili-turebis-shesaxeb.pdf)

ვიქტორინის ჩატარების ზოგადი წესები   ლინკი (viqtorinisxhatarebiszogadizesebi.pdf)

რეგისტრაციის წესები და ვადები               ლინკი (regisrtraciiszesebidavadebi.pdf)

ელექტრონული რეგისტრაცია                     ლინკი (https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dEsteGVJNHFXNXF3Tl9xUk50c0ltTWc6MQ)

წერილობითი განაცხადი                              ლინკი (tserilobitiGanacxadi.pdf)

საკონტაქტო ტელეფონები:    230 40 70; 230 37 92

შემოგვიერთდით facebook -ზე   ლინკი ( https://www.facebook.com/TSUScienceKids )

1

ვიქტორინის შესახებ

  • • ვიქტორინა ტარდება გუნდური პრინციპით;
  • • სკოლიდან მონაწილეობს მხოლოდ ერთი გუნდი (6 მოსწავლის შემადგენლობით);
  • • თითოეულ გუნდს აქვს სახელი და ჰყავს კაპიტანი;
  • • ვადები: ნახევარფინალი - 2012 წლის ნოემბერი

ფინალი - 2012 წლის დეკემბერი

ინფორმაცია გავლილი ტურების შესახებ

თარიღი: 2012 წლის 18 თებერვალი

ღონისძიება: „ვიქტორინა 2012“-ის შესარჩევი ტურის პირველი ეტაპი

მონაწილეები: ოცდაორი საჯარო სკოლა

შემდეგ შესარჩევ ტურში გადასული სკოლები: თბილისის 173; ქუთაისის 1; თბილისის 42;

თბილისის 52; ვაზისუბნის (გურჯაანის რაიონი); თბილისის 77; თბილისის კლასიკური გიმნაზია; თბილისის 18; თბილისის 50; თბილისის 215 და თბილისის 161.

ვიქტორინის ჩატარების ზოგადი წესები

- გუნდებს მიეცემათ 15 შეკითხვა ( 3-3 შეკითხვა შემდეგი საგნებიდან: მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია და ქიმია).

- მოსაფიქრებელი დრო და ქულების რაოდენობა დამოკიდებულია შეკითხვის სირთულეზე;

- თანაბარი ქულების მოპოვების შემთხვევაში საპრიზო ადგილების პრეტენდენტებისათვის

ინიშნება ბლიცტური.

ბლიცტურის ზოგადი წესები:

- გუნდებს მიეცემათ ტესტი 5 ერთნაირი შეკითხვით (თითო კითხვა თითო საგნიდან);

- მოსაფიქრებელი დრო - 1 წუთი.

- თანაბარი ქულების მოპოვების შემთხვევაში, ბლიცტური გრძელდება თითო-თითო

შეკითხვით გამარჯვებულის გამოვლენამდე.

ვიქტორინის მოთხოვნები და მიმდინარეობა

- თითოეული შეკითხვა გამოისახება ეკრანზე და იკითხება ვიქტორინის წამყვანის მიერ;

- მოსაფიქრებლად გამოყოფილ დროში მოსწავლეები პასუხს წერილობით აფიქსირებენ საპასუხო ბარათზე. მხოლოდ სიტყვიერად გაცემული პასუხი მხედველობაში არ მიიღება;

- მოსაფიქრებელი დროის ამოწურვის შემდეგ გუნდის კაპიტანი დამკვირვებელს გადასცემს საპასუხო ბარათს;

- შეკითხვას რიგ-რიგობით პასუხობენ გუნდები - კაპიტანი ან მის მიერ დასახელებული გუნდის რომელიმე წევრი;

- საპასუხო ბარათები გადაეცემა ვიქტორინის შედეგების დამთვლელ კომისიას.

შედეგების გამოცხადება:

- შედეგების დამთვლელი კომისია ითვლის ქულებს და გამოავლენს გამარჯვებულებს;

- ვიქტორინაში გამარჯვებულებს გადაეცემათ წამახალისებელი ჯილდოები;

- გამარჯვებული გუნდების თითოეულ წევრს, ასევე საჯარო სკოლას გადაეცემა შესაბამისი

ტურის გამარჯვებულის სიგელი (ტურის ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 კვირის ვადაში).

აკრძალვები:

- გუნდი დაჯარიმდება კარნახის, ნებართვის გარეშე გუნდის წევრის მაგიდიდან ადგომის,

დარბაზიდან გასვლის, აგრეთვე ხმაურის ან უხეში ქცევის შემთხვევაში;

- ჯარიმის ქულა განისაზღვრება დარღვეული წესის შესაბამისად.

 

1 რეგისტრაციის წესები და ვადები

  • ვიქტორინაში მონაწილეობის მსურველებმა 18 აპრილამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია
  • შევსებული განაცხადის ფორმა, დამოწმებული სკოლის დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით, უნდა წარმოადგინონ პირადად ტურის დაწყების წინ; ვიქტორინის

დაწყების ზუსტი დრო მონაწილეებს დამატებით ეცნობებათ;

  • გუნდის რომელიმე წევრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი სკოლიდან შეავსებს გუნდს სათადარიგო წევრით / წევრებით;
  • ვიქტორინაში მონაწილეობა უფასოა.

წერილობითი განაცხადი

__________________________________________________________________________________________ სკოლის

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

ვიქტორინაში მონაწილეობის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბავშვო უნივერსიტეტის მიერ

ორგანიზებულ „ვიქტორინა 2012“–ის 28 აპრილის შესარჩევ ტურში მონაწილეობისათვის

წარმოგიდგენთ სკოლის გუნდის შემადგენლობას:

გუნდის სახელწოდება: „ ---------------------------------------------------- „

პასუხისმგებელი პირი სკოლიდან ------------------------------------------------------

1. ------------------------------------------------------------------------------------------ (გუნდის კაპიტანი)

2. ------------------------------------------------------------------------------------------

3. ------------------------------------------------------------------------------------------

4. ------------------------------------------------------------------------------------------

5. ------------------------------------------------------------------------------------------

6. ------------------------------------------------------------------------------------------

7. ------------------------------------------------------------------------------------------ (სათადარიგო)

8. ------------------------------------------------------------------------------------------ (სათადარიგო)

9. ------------------------------------------------------------------------------------------ (სათადარიგო)

სკოლის დირექტორის ხელმოწერა:

თარიღი:

ბ.ა.