მანდატურებმა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები მოინახულეს. მოზარდებს მანდატურებმა და ”ლიბერთი ბანკის” წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სტუმრებს საკუთარი შესაძლებლობები ლექსებსა და სიმღერაში წარუდგინეს.
მსგავსი ღონისძიებები მანდატურებსა და ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კეთილგანწყობას და ნდობის გაზრდას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ, დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფს.
სამტრედიის №15 სკოლა–პანსიონში ქუთაისის მანდატურების სტუმრობა კვლავაც გაგძრძელდება. მათი მიზანია, იზრუნონ სკოლის მოსწავლეების და მსაწვალბელების უსაფრთხოებაზე. ქუთაისის მანდატურები სამტრედიის სკოლა-პანსიონის მოზარდებს კიდევ ბევრ ლამაზ სიურპრიზს ჰპირდებიან.