სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის
02.04.2012

სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს გამოუყო ორი სტიპენდია 2012-2013 აკადემიური წლისათვის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე-სამაგისტრო და სადოქტორო  პროგრამებზე სასწავლებლად

სტიპენდია გამოყოფილია შემდეგ სპეციალობებზე სასწავლებლად:

  • მასწავლებელთა მომზადება და პედაგოგიური მეცნიერებები (Teacher Training and Education Science);
  • სოციალური და ბიჰევიორისტული მეცნიერებები (Social and Behavioral Science);
  • ბიზნესი და ადმინისტრირება  (Business and Administration)
  • ეკოლოგია და გარემოს დაცვა (Ecological and Environmental Sciences);
  • არქიტექტურა და ინჟინერია ()
  • სოფლის მეურნეობა (Agriculture);
  • მეტყევეობა (Forestry);
  • წყლის რესურსების მენეჯმენტი (Water Resource Management);
  • სამშენებლო ინჟინერია, წარმოება და კომუნიკაცოები (Building Engineering, Manufacturing and Communication)

დეტალური ინფორმაცია სლოვაკეთის რესპუბლიკაში უმაღლესი განათლების სპეციალობათა სისტემის შესახებ იხილეთ თანდართული ცხრილის სახით.

სტიპენდია ითვალისწინებს სწავლას სლოვაკეთის საჯარო უნივერსიტეტებში სლოვაკურ ენაზე. 

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით და ასევე ვებ-გვერდზე: www.studyin.sk ; www.vladnestipendia.sk

მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში თქვენი საბუთები არ განიხილება
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 15 მაისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარმოდგენის მისამართი: დიმიტრი უზნაძის №52 ტელ: 318940 (132)