სტიპენდია განკუთვნილია კვლევებისათვის საინჟინრო მეცნიერებათა
კუთხით კვლევების, ეკონომიკური სოციოლოგიის
დარგის კვლევებისათვის სახელწოდებით ”Interrelations between new technologies and
social and economic life in globalizing world”.
სტიპენდია გულისხმობს:
- უფასო სწავლებას;
- ყოველთვიურ სტიპენდიას დაახლოებით 430$ ოდენობით;
- ერთჯერად ფულად დახმარებას პოლონეთში ჩასვლისას
430$ ოდენობით;
- საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების დაფარვას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
- შევსებული სააპლიკაციოს ფორმა;
- ორი ფოტოსურათი;
- ბაკალავრის ამ მაგისტრის ხარისხის დიპლომის დამოწმებული
ასლები;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი UNESCO დანართი შევსებული შესაბამისი დაწესებულების მიერ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 27 აპრილი.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის
შესახებ, ასევე სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართის სახით