„ბლოგერთა სახლის“ პრეზენტაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ვებ-გვერდის www.blogger.ge-ს პრეზენტაცია გამართა. ვებ-გვერდი სამინისტროს ახალი პროექტის „ბლოგერთა სახლის“ კონცეფციის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.
დღეს მასწავლებლის სახლში გამართულ პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად ბლოგერებიც დაესწრნენ.
პროექტი საკუთარ თავში დაინტერესებული პირების არა მხოლოდ ვირტუალურ ურთიერთობას, არამედ ამ ადამიანებს შორის რეალურ შეხვედრა-დისკუსიებსაც მოიცავს.
„ბლოგერთა სახლი“ მრავალფუნქციური ვებ-გვერდის საშუალებით ინტერნეტ-მომხმარებელს სთავაზობს ვიდეო-დისკუსიებს, ფორუმს, ბლოგერთა კლუბს და უახლოეს ამბებს მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
მასწავლებლის სახლში პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები და დისკუსიები, რაც ვებ-გვერდზე პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაიცემა, შემდგომ ისინი დაარქივდება და ვიდეოს სახით ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უყუროს მისთვის საინტერესო გამოსვლასა თუ დისკუსიას.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გახდეს „ბლოგერთა სახლის“ კლუბის წევრი. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება.
აღნიშნული პროექტით დამწყებ ბლოგერებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბლოგის სპეციფიკას, გამოცდილი ბლოგერების პოსტებს, რაც მათ ხელს შეუწყობს უკეთ აითვისონ სოციალური მედიის ყველა კომპონენტი.
დღეისათვის www.blogger.ge უკვე 50 ბლოგერის 150-მდე პოსტს მოიცავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ვებ-გვერდის
www.blogger.ge-ს პრეზენტაცია გამართა. ვებ-გვერდი სამინისტროს ახალი პროექტის „ბლოგერთა სახლის“ კონცეფციის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.
დღეს მასწავლებლის სახლში გამართულ პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად ბლოგერებიც დაესწრნენ.
პროექტი საკუთარ თავში დაინტერესებული პირების არა მხოლოდ ვირტუალურ ურთიერთობას, არამედ ამ ადამიანებს შორის რეალურ შეხვედრა-დისკუსიებსაც მოიცავს.
„ბლოგერთა სახლი“ მრავალფუნქციური ვებ-გვერდის საშუალებით ინტერნეტ-მომხმარებელს სთავაზობს ვიდეო-დისკუსიებს, ფორუმს, ბლოგერთა კლუბს და უახლოეს ამბებს მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
მასწავლებლის სახლში პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები და დისკუსიები, რაც ვებ-გვერდზე პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაიცემა, შემდგომ ისინი დაარქივდება და ვიდეოს სახით ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უყუროს მისთვის საინტერესო გამოსვლასა თუ დისკუსიას.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გახდეს „ბლოგერთა სახლის“ კლუბის წევრი. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება.
აღნიშნული პროექტით დამწყებ ბლოგერებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბლოგის სპეციფიკას, გამოცდილი ბლოგერების პოსტებს, რაც მათ ხელს შეუწყობს უკეთ აითვისონ სოციალური მედიის ყველა კომპონენტი.
დღეისათვის
www.blogger.ge უკვე 50 ბლოგერის 150-მდე პოსტს მოიცავს.