ოზურგეთელ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
11.04.2012
საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ოზურგეთის მე–2 საჯარო სკოლაში ოზურგეთის სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ნდოარ სურგულაძემ სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები საატესტატო და ერთიან ეროვნულ  გამოცდებზე, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებსა და არდადეგების პერიოდში სკოლების რეაბილიტაციაზე გაკეთდა. მინისტრის მოადგილემ მასწავლებელთა შეკითხვებსაც უპასუხა.

ოზურგეთში  42 საჯარო და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. რაიონის 1400  მასწავლებლიდან 100 სერტიფიცირებულია, მათ შორის  5 პედაგოგი 1000 ლარიან ხელფასს იღებს.  2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებზე  700 პედაგოგია დარეგისტრირებული.

ოზურგეთში გასულ წლებში 15 საჯარო სკოლაში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წელს 16 საჯარო სკოლა გარემონტდება. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სკოლაში გეგმაზომიერად, პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს. ეს პროცესი შეუქცევადია და მომავალშიც გაგრძელდება.