სააღდგომო საჩუქრები მე-200 სკოლის მოსწავლეებს
14.04.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა. მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს და საკონცერტო ნომრები წარუდგინეს.

მე-200 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 157 მოსწავლე სწავლობს, მათგან 110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს და არდადეგებსაც სკოლაში ატარებს. მინისტრი განსაკუთრებულ დღეებში ამ მოზარდებს ხშირად სტუმრობს და ასაჩუქრებს.

სამინისტრო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე აქტიურად მუშაობს, ხორციელდება სხვადასხვა პოექტი, რომელშიც როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ამ სკოლის მოსწავლეებიც  არიან ჩართულნი. №200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებზე და ზოგადად ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებათა ბინადრებზე ზრუნვა სამინისტროსთვის პრიორიტეტია.