მანდატურებმა აღდგომა მრავალშვილიან ოჯახს მიულოცეს
15.04.2012
სასწავლო დაწესებულების  მანდატურებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ნებიერიძეების ცხრა შვილიან ოჯახს მიულოცეს.

აქციის ფარგლებში მანდატურებმა ნებიერიძეების ოჯახს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს. მანდატურებმა მთელი დღე ბავშვებთან ერთად გაატარეს. აქციის ფარგლებში მანდატურები ბავშვების მშობლებს სხვადასხვა საოჯახო საქმეში დაეხმარნენ.

მანდატურებისთვის მსგავს აქციაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მოზარდმა იგრძნოს მათი ყურადღება და გვერდში დგომა.

მანდატურები ბავშვთა სახლებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს  სისტემატიურად ეხმარებიან.