გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან აძლევს იშვიათ შესაძლებლობას, ბერლინში რამდენიმე თვიანი პრაქტიკის ფარგლებში უშუალოდ გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო მმართველობის სისტემას. დღემდე ამ პროგრამაში 2000 მეტმა სტიპენდიატმა მიიღო მონაწილეობა, აქენდან 32 ახალგაზრდამ საქართველოდან.
პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს. პროგრამის მიზანია სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
კვალიფიკაციის მიღებისათვის და იგი სამშობლოში დაბრუნებული სტიპენდიატების კარიერის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. გასული წლების მსგავსად 2013 წლისთვისაც საქართველოსათვის გათვალისწინებულია მინიმუმ ხუთი IPS-სტიპენდია. დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა შემოიტანონ ორ ეგზემპლარად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში 2012 წლის 30 ივნისამდე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ იხილოთ:
www.bundestag.de/ips