კავკასიის უნივერსიტეტში ”საქართველოს სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის კვლევითი ცენტრი” გაიხსნა. ცენტრი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული და ორიენტირებულია ბიზნესის გარემოს კუნკურენტუნარიანობის გაზრდაზე, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორისათვის. ცენტრი ასევე დაეხმარება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებსა და კომპანიებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაშიც.
ცენტრის პრეზეტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქრთველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი ლიზა ლამბერტი დაესწრნენ.
”საქართველოს სტრატეგიებისა და კონკურენტუნარიანობის ცენტრი” კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა. პრეზენტაციის დროს განხილული იქნა ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებები, კვლევის სფერო და სპეციფიკა, მისია, მიზნები და ხედვა, მომავალი სამოქმედო გეგმები, აგრეთვე მეთოდოლოგია და სხვა ძირითადი ასპექტები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ”კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამის განვითარების” შედეგების განხილვა.