მათემატიკური კონკურსი - „იმედი ხვალის“
30.04.2012

საქართველოს განათლებისა და მცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“,  თბილისის 24-ე საჯარო სკოლა და ახალგაზრდობის  სახლი ატარებენ მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის“

კონკურსის მიზანი: განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში.

მონაწილეები: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი, მეორე და მესამე ხარსიხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

ჩატარების წესები:

  • მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „უფროსი ასაკი“ – V და VI კლასები, „უმცროსი ასაკი“ – III და IV კლასები.
  • შეჯიბრება ტარდება ორ ტურად. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები.
  • ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების ამოცანები. შეჯიბრების ვებმისამართია http://concurs.mziuri.ge/  
  • ინტერნეტშეჯიბრება კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა“, 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით).

ჩატარების თარიღი: პირველი ტური – 3 ივნისი. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის შემდეგ.

რეგისტრაციის ვადა: რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 1 ივნისის 18 საათზე.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისას  მონაწილეები დააზუსტებენ ჩატარების ადგილსა და დროს.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად – სკოლების მიერ, თანდართული ფორმის მიხედვით (ფურცელზე ან ელექტრონულად).

რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ ან მოგვმართეთ მისამართზე:  თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14. მესამე სართული.

ტელეფონი:   295-45-75,  291-03-17,  229-48-61,  599-50-93-56.

ელფოსტა - info@mziuri.ge; ვებმისამართი - www.mziuri.ge