კონკურსში მონაწილეებმა დახურული ტიპის 70 კითხვას უნდა გასცენ პასუხი. მოსწავლე, რომელიც ყველაზე სწრაფად მიაღწევს ყველაზე მაღალ შედეგს, გამოცხადდება გამარჯვებულად და დაჯილდოვდება.
კონკურსი დაიწყება 4 მაისს 9:00 საათზე და დასრულდება 21:00 საათზე. თითოეულ მოსწავლეს შეეძლება მხოლოდ ერთხელ დარეგისტრირება და მონაწილეობა. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კონკურსანტი იწყებს ტესტის შევსებას. შედეგის შემოწმება (დროის რა მონაკვეთში რა რაოდენობის კითხვას გაეცა სწორი პასუხი) ტესტირების დასრულებისთანავე იქნება შესაძლებელი.
დაწყება