მანდატურების საქველმოქმედო აქციები გრძელდება
05.05.2012
მანდატურებსა და 107 საჯარო სკოლის მოსწავლეებს “თბილისი არტ ჰოლმა“ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა თეატრში „ვაჟა-ფშაველას „სათაგური“ იხილეს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მანდატურებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს. 

მანდატურების  თქმით, ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია, თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი  ბავშვების სწორად აღზრდაში. 

მანდატურის სამსახური მომავალშიც გაარძელებს საქველმოქმედო აქციებს. მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციაში და საზოგადოებას თავად განუმარტონ  მანდატურის სამსახურის მუშაობის პრინციპები.