ევროპის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კონკურსები ჩატარდა. დღეს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კონკურსებში გამარჯვებულთა ფოტო და ნახატების გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა. ნომინანტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა დაასაჩუქრეს. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ფოტოებისა და ნახატების კონკურსი “თბილისი ევროპული ქალაქი” და ინტერნეტვიქტორინა “მე ვიცნობ ევროპას” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსებში 6 000-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ, მათ ასევე საჩუქრათ გადაეცათ წიგნები გამოცემიდან “100 ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო”.