სოფლის მეურნეობის მინისტრი ”Summer Job-ის” მონაწილეებს შეხვდა
11.05.2012
სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 300 სტუდენტს დაასაქმებს. დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ და განათლებისა  მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პროექტში მონაწილე სტუდენტებს სოფელ წეროვანის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერებინეს. 

ზაზა გოროზიამ სტუდენტებისათვის სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაციაც გამართა და მათ სამომავლო პროექტები გააცნო. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.

წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა -”Summer Job”  ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში  25 000 სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.