თანამედროვე სტანდარტების ფოთის პოფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი’’ 7 მაისიდან ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები შეუდგნენ სწავლას. მათ შორის 48 დევნილის სტატუსით სარგებლობს, მათგან 20 სოციალურად დაუცველია და შესაბამისად, 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსდა.
დღეს, დევნილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ფოთის პოფესიულ კოლეჯში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ და დევნილ სტუდენტებს შეხვდნენ და მათთან ერთად სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერეს.
კოლეჯი ”ფაზისი” მომსახურების, მშენებლობისა და ტურიზმის სფეროსთვის ამზადებს შემდეგ სპეციალისტებს: ძრავის შემკეთებელი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; მებათქაშე; შემდუღებელი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; სარესტორნო საქმის მწარმოებელი; დურგალი; ელექტრიკოსი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; ზეინკალ-სანტექნიკოსი; მეფილე-მომპირკეთებელი; რკინა-ბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი; გიდი; ტუროპერატორი; კონდიტერი და სხვა.
პრეზიდენტის ინიციატივით წელს პირველად, პროფესიული განათლება ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავიდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. ახალი პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში სოცილაურად დაუცველი სტუდენტები ფინანსედებიან.