მანდატურთა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ბათუმს ეცნობიან
20.05.2012
საერთაშორისო კონფერენციის-,,უსაფრთხო სკოლა” მონაწილე უცხოელი სტუმრები დღეს ბათუმის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. დაათვალიერეს გონიოს ისტორიული ციხე-სიმაგრე,  პიაცა,  მოინახულეს ახლი მშენებლობები.

სტუმრები განსაკუთრებით საღამოს ბათუმით მოიხიბლნენ და აღნიშნეს, რომ ბათუმი არის თანამედროვე ევროპული ქალაქი უდიდესი პერსპექტივითა და პოტენციალით.

კონფერენციის მეორე დღეს მოხდება სამომავლო გეგმების განხილვა, წარმატებული მანდატურების დაჯილდოება, ასევე უცხოელი სტუმრები კონფერენციის მუშაობას შეაჯამებენ და თავიანთ შთაბეჭდილებებზე ისაუბრებენ.