საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით სასულიერო და სამოქალაქო პირები დააჯიდლოვა. მათ შორის არიან საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები.
პრეზიდენტმა პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია სიფრაშვილი-ლი და პროგრამა "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი, ანა ქებაძე დააჯილდოვა.