მინისტრი ქიმიის გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო
28.05.2012
დღეს მეთორმეტეკლასელები ქიმიის გამოცდას აბარებენ. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე  საჯარო სკოლაში აკვირდებოდა, სადაც ქართველ მოსწავლეებთან ერთად  ეთნიკური უკრაინელებიც სწავლობენ.

41–ე სკოლას 45 მეთორმეტეკლასელი ჰყავს, მათ შორის არიან ეთნიკური უკრაინელებიც, რომლებიც ქართულ ენასთან ერთად უკრაინულ ენასაც ეუფლებიან და წარმატებით აბარებენ საატესტატო გამოცდებს.

გამოსაშვები გამოცდების მეორე კვირა საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ქიმიის გამოცდით დაიწყო. გამოცდები მშვიდ გარემოში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. მოსწავლეები 29 მაისს ბიოლოგიას ჩააბარებენ, ხოლო 30 მაისს - მათემატიკის გამოცდით დაასრულებენ 2011–2012 სასწავლი წლის საატესტატო გამოცდებს, რომელიც წელს გასული წლის მსგავსად, CAT –ის ტიპის საგამოცდო მოდელით, ცენტრალიზებულად, კომპიუტერების გამოყენებით ჩატარდა.