ბავშვთა დაცვის დღე მანდატურებმა სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებთან ერთად გაატარეს
01.06.2012
მანდატურები და სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს  უკვე მეორე წელია რაც ერთად აღნიშნავენ. სამტრედიის სკოლა-პანსიონის მოზარდები და  მანდატურები  დღეს სათაფლიის მღვიმეს ესტუმრნენ.

სტუმრებმა სათაფლიის ნაკრძალი, დინოზავრის ნაკვალევი და მღვიმე დაათვალიერეს. მოზარდებმა ნაკრძალში ასევე მინის გამჭვირვალე გადასახედიდან გადაიხედეს და სათაფლიის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.

ბავშვთა დაცვის დღე მანდატურებმა  მოზარდებთან ერთად გაატარეს, ღონისძიების ფარგლებში კი ბავშვებს სხვადასხვა სახის  საჩუქრები გადაეცათ.


სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონში 11-დან 16 წლამდე ასაკის 20 მოსწავლე ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის.