ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და მანდატურების საჩუქარი მოსწავლეებს
05.06.2012
თბილისის სხვადასხვა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტურიზმის ეროვნულმა სააგანეტომ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა საბავშვო-ანიმაციური რუკები გადასცეს. საბავშვო ავტორების მიერ შექმნილი რუკა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მათთვის გასაგებ ენაზე გააცნობს. ანიმაციური რუკები საჩუქრად ეტაპობრივად ყველა სკოლას გადაეცემა.

ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მადატურის სამსახურისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.     
                                    
ტურიზმის ეროვნული სააგანეტოს თავმჯდომარის  მაია სიდამონიძის ინიციატივით, საბავშვო-ანიმაციური რუკა საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად  ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს გადაეცემა. მანდატურების თქმით, ანიმაციური რუკებით მოზარდებს წარმოდგენა შეექმნებათ საქართველოს გეოგრაფიაზე, ისტორიაზე, კულტურულ ძეგლებზე და ტურისტულ აქტივობებზე, რაც მათ მოგზაურობის სურვილს ადრეულ ასაკშივე გაუჩენთ. მანდატურები მოსწავლეებს  მომავალშიც არაერთ სიურპრიზს პირდებიან.