მინისტრი მასწავლებლებთან შეხვედრას განაგრძობს
06.06.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ზესტაფონის რაიონის მასწვლებლებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა სისტემაში განხორციელებულ სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები მოახლოებულ ერთიან ეროვნულ  გამოცდებზე, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებსა და არდადეგების პერიოდში სკოლების რეაბილიტაციაზე გაკეთდა. ასევე შეჯამდა საატესტატო გამოცდების შედეგები, რომელიც წელს გასულ წელთან შედარებით გაცილებით კარგია, ზესტაფონის სკოლებში საშუალო 8 ქულა დაფიქსირდა.

ზესტაფონში 31 საჯარო და 3 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. რაიონის 1000-მდე მასწავლებლიდან 71 სერტიფიცირებულია, მათ შორის 5 პედაგოგი 1000 ლარიან ხელფასს იღებს.  2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებზე  900-მდე პედაგოგია დარეგისტრირებული.

Video