მანდატურები და მოსწავლეები ხილის ფესტივალს დაესწრნენ
მცხეთაში "სეზონური ხილის ფესტივალი" გაიმართა. მანდატურები და მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ფესტივალს შეუერთდნენ.
აქციის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ფესტივალზე დაეგემოვნებინათ როგორც ხილი, ასევე ხილისგან წარმოებული სხვადასხვა პროდუქტი - ტკბილეული, ნაყინი და გამაგრილებელი სასმელები. მანდატურებმა და მოზარდებმა ფესტივალზე სხვადასხვა სახის დეკორატიული სახილეები დაათვალიერეს, ფესტივალის ორგანიზატორებმა კი ბავშვებს დამზადების ტექნოლოგიები განუმარტეს.
მანდატურების თქმით, მსგავს ღონისძიებებში ყოველთვის ჩაერთვებიან და გაამხიარულებენ ბავშვებს.
ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტი "შემოიარე საქართველოს" ფარგლებში ჩატარდა.