წარმატებულ მოსწავლეთა დასაჩუქრება გრძელდება
21.06.2012
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად შიდა ქართლის რეგიონის წარჩინებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების 31 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. მათ წელს წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები). წელს,  საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ  1022 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.

პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება და  მისი მიზანია საქართველოს სკოლების წარჩინებული მოსწავლეების წახალისება და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

2012 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2011/2012 სასწავლო წელს  საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

წარჩინებულ მოსწავლეთა  ამ მიმართულებით წახალისება  მომავალშიც გაგრძელდება.