ხატია დეკანოიძემ ქუთაისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა
24.06.2012
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად ქ. ქუთაისში ორი საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. საქართველოს მასშტაბით კი სულ 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

წელს, ქ. ქუთაისში I საჯარო სკოლის ნაცვლად საგამოცდო ცენტრი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაბილიტირებულ შენობაში გაიხსნება. ხოლო მეორე საგამოცდო ცენტრი ისევ ანდრია რაზმაძის სახ. №41 საჯარო სკოლაში იფუნქციონირებს.

ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში 90-ზე მეტი სექტორია, ისინი წელს 1500 - მდე აპლიკანტს მოემსახურებიან.

აუდიტორიებში უკვე დამონტაჟდა კამერები. რამდენიმე დღეში კი დასრულდება მათი აღჭურვა ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით.

გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტებისთვის 28 ივნისს და პედაგოგებისთვის 2 ივლისს დაიწყება. 6 ივლისს გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის ჩატარდება გამოცდა, ხოლო 12-13 ივლისს გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატები გავლენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 19 ივლისს დასრულდება, საბოლოო შედეგები კი 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.