პრეზიდენტის საჩუქარი ოზურგეთის რეგიონის ათოსნებმაც მიიღეს
26.06.2012
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად ოზურგეთის რეგიონის წარჩინებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ოზურგეთის რეგიონის საჯარო სკოლების 23 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. 

დაჯილდოებულმა მოსწავლეებმა წელს წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) და მათი ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

ოზურგეთელი მოსწავლეები სხვა რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად ყოველწლიურად საჩუქრდებიან პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში. ამ მიმართულებით მათი წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.