პრეზიდენტის საჩუქარი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ათოსნებმაც მიიღეს
27.06.2012
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარჩინებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მცხეთა-თიანეთის რეგიონის საჯარო სკოლების 17 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები პირადად  გადასცა.

დაჯილდოებულმა მოსწავლეებმა წელს წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) და მათი ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვა რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად ყოველწლიურად საჩუქრდებიან პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში. ამ მიმართულებით მათი წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.