ნოდარ სურგულაძე ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში
28.06.2012
ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას  ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილე ნოდარ სურგულაძე აკვირდებოდა. გურიის რეგიონში ერთი საგამოცდო ცენტრი ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.

რეგისტრაცია 8 საათზე დაიწყო, არ დაფიქსირებულა დაგვიანება, ყველა დარეგისტრირებული აბიტურიენტი გამოცხადდა. 28 ივნისს ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში 276 აბიტურიენტი გამოიცდება.