თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე აკვირდება.
პროცესი შეფერხებებისა და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. სტუდენტებს არ ექმნებათ არანაირი ბარიერი, რათა მაქსიმალურად გამოავლინონ ცოდნა და წარმატებით გაიარონ საგამოცდო პროცესი.
კახეთში ორი საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს თელავსა და სიღნაღში. 28 ივნისს თელავის საგამოცდო ცენტრში 561 აბიტურიენტი, ხოლო სიღნაღის საგამოცდო ცენტრში 234 აბიტურიენტი გამოიცდება.