ქუთაისში იმყოფება მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, რომელმაც ქუთაისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო.
ქუთაისში ორი საგამოცდო ცენტრი მუშაობს. 28 ივნისს აქ ორივე სესიის განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში 2244 აბიტურიენტი გამოიცდება.
გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მობილიზებულია საგამოცდო პროცესში ჩართული ყველა სამსახური.